საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში. ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.

დაბრუნების პოლიტიკა

ბოლო განახლება: 2026 წლის იანვარი

ზოგადი წესი

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მომხმარებელს უფლება აქვს ყოველგვარი საფუძვლის გარეშე დააბრუნოს ნივთი მისი მიღებიდან **14 კალენდარული დღის** განმავლობაში. თუმცა, პროდუქციის სპეციფიკიდან (ჩვილის ტანსაცმელი და ჰიგიენა) გამომდინარე, მოქმედებს მკაცრი შეზღუდვები მის მდგომარეობაზე.

ნივთის მდგომარეობა

ნივთი დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ:

  • ნივთი არის გარეცხილი (თუნდაც ერთხელ, სარეცხი საშუალების გარეშეც);
  • ნივთი არის გამოყენებული ან მასზე აღინიშნება მოსინჯვის კვალი;
  • მოხსნილია ან დაზიანებულია ქარხნული იარლიყი (Tag);
  • დაკარგულია ორიგინალი შეფუთვა;
  • ნივთს ასდის სარეცხი საშუალების, სუნამოს ან სხვა ნივთიერების სუნი.

* შენიშვნა: ჩვილის ჰიგიენური უსაფრთხოება ჩვენი პრიორიტეტია. ნებისმიერი ეჭვი ნივთის გამოყენებაზე, ხდება დაბრუნებაზე უარის თქმის საფუძველი.

სასაჩუქრე ნაკრებები

სასაჩუქრე ყუთის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ **სრული კომპლექტაციით**. ცალკეული ნივთის ამოკლება ან ჩანაცვლება ყუთიდან დაუშვებელია.

თუ ყუთი შეიცავს ჰიგიენურ ნივთებს (საწოვარა, კბილის სათამაშო, პირსახოცი), რომელთა შეფუთვაც გახსნილია, ყუთი დაბრუნებას არ ექვემდებარება.

ასევე ყუთში არსებული ნივთების მდგომარეობა უნდა აკმაყოფილებდეს ზემოაღნიშნულ კრიტერიუმებს.

ანგარიშსწორება

თანხის დაბრუნების პროცესი იწყება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ნივთი დაუბრუნდება საწყობს და გაივლის შემოწმებას **„ნივთის მდგომარეობის“** კრიტერიუმების შესაბამისად.

ტრანსპორტირების ხარჯი

თუ შეკვეთა უკვე გამოგზავნილია ან ჩაბარებულია, თანხა დაგიბრუნდებათ საკურიერო მომსახურების საფასურის გამოკლებით. დაბრუნების ტრანსპორტირების ხარჯს ფარავს მომხმარებელი.

შეფუთვის დაზიანება

თუ ნივთს აღარ აქვს პირვანდელი სასაქონლო სახე ან დაზიანებულია საფირმო შეფუთვა, თანხა დაგიბრუნდებათ შეფუთვის აღდგენის ხარჯის გამოკლებით.

• ვადები: ნივთის საწყობში მიღებიდან **1-2 სამუშაო დღეში** მიიღებთ შეტყობინებას თანხის დაბრუნების დასტურისა და ვადების შესახებ.

• ნაწილობრივი დაბრუნება: თუ დაბრუნებული ნივთებიდან რომელიმე არ აკმაყოფილებს წესებს, აღნიშნული ნივთის ღირებულება დაკლებული იქნება დასაბრუნებელი ჯამური თანხიდან.

* დეტალური ინფორმაცია და გაანგარიშება გეცნობებათ ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

ტრანსპორტირება

სცენარი ა: ზომის შეცვლა / არ მომეწონა

ტრანსპორტირების (კურიერის) საფასურს ორივე მიმართულებით იხდის **მომხმარებელი**.
მაგ: თუ გამოგზავნილია მომხმარებლის მიერ არჩეული ზომა და გსურთ ზომის შეცვლა, ტრანსპორტირების ხარჯებს იხდის მომხმარებელი.

სცენარი ბ: წუნდებული/არასწორი ნივთი

ტრანსპორტირების ხარჯებს სრულად ფარავს **მაღაზია**.
მაგ: თუ ზომა შეცდომით იქნა გამოგზავნილი, ამ შემთხვევაში საკურიეროს იხდის კომპანია.

სამართლებრივი დასტური

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, უარი ვთქვათ ნივთის დაბრუნებაზე, თუ ის არ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ კრიტერიუმებს. ასეთ შემთხვევაში, ნივთი გადაეგზავნება მომხმარებელს უკან, მომხმარებლისავე ხარჯით.